მონიტორინგის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი CAMPA
მივლინება: არა
უშიშროება/დაცვა: ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი

შპს "კამპა" აცხადებს ვაკანსიას თბილისში მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ფიქსირებული 1500 ლარი, + ბონუსი 3 თვიანი გამოსაცდელი ვადის        შემდეგ.)
  • ადგილმდებარეობა: თბილისი


ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქსელის მაღაზიების ვიზიტი და არსებული მდგომარეობის მონიტორინგი;
  • პროდუქციის რაოდენობის, ნაშთებისა და ვადების კონტროლი;
  • ბრენდის ასორტიმენტის პოზიციონირების მონიტორინგი;
  • კონკურენტი კომპანიების პროდუქციის პოზიციონირების მონიტორინგი;
  • დარღვევების რეესტრის წარმოება;
  • პრობლემების იდენტიფიცირება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • გამოვლენილი ხარვეზების ან დარღვევების შესახებ რეპორტების მომზადება/წარდგენა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ამავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა


პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე g.musaidze@campa.ge და ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. 


კამპას გუნდი გისურვებთ წარმატებებს!