ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი DG ჰოლდინგი
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
უშიშროება/დაცვა: ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
კომპანია „DG ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, კვირაში 2დღე დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებულ 800 ლარი + ყოველთვიური ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტის კონტროლი ვიდეო კამერების საშუალებით;
  • წესრიგის დამრღვევი ან დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება;
  • თანამშრომლების მხრიდან შინაგანაწესით განსაზღვრული  ნორმების დაცვის კონტროლი;
  • ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 

პიროვნული თვისებები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დაკვირვების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის  გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@dgholding.ge  
სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "DG ჰოლდინგმა“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!