მარკეტინგის კოორდინატორი

ბათუმი სრული განაკვეთი სასტუმრო შერატონ ბათუმი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
სასტუმრო შერატონ ბათუმში მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გახსნილია ვაკანსია მარკეტინგის კოორდინატორის პოზიციაზე. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მარკეტინგული გეგმის, აქტივობების, პოლიტიკისა და პროცესების შემუშავებასა და მართვაში მონაწილეობის მიღება; 
  • სასტუმროში მიმდინარე აქტივობების დაგეგმვა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; 
  • სასტუმროს სოციალური მედიის პლატფორმების, Web, Facebook, Instagram და  Linkedin მართვა და ადმინისტრირება (კონტენტის შექმნა, ინფორმაციის, ფოტო/ვიდეო მასალის განთავსება, ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და ა.შ.) 
  • სარეკლამო და პრომო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება 
  • სოციალური ქსელებზე მორგებული ფოტო–ვიდეო კონტენტის შექნმა, მედია მასალების დამუშავება, პოსტებისა და ბანერების დამზადება 
  • სოციალურ მედიაში რეკლამის განთავსება აუდიტორიის სწორად შერჩევით, მიღებული რეზულტატების ანალიზი 
  • ინფლუენსერებთან მუშაობა 
  • სოციალური მედიის პლატფორმების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და ანგარიშგება  
  • მედია–მონიტორინგის განხორციელება, ბაზრის კვლევა და სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება  
  • ციფრულ მარკეტინგში კვალიფიკაციის ამაღლება 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით; 
  • სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მომართულებით სასურველია; 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა აუცილებელია;  
  • Web, Facebook, , Instagram, Linkdin–ის მართვის გამოცდილება; 
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;  
 
პიროვნული თვისებები და უნარები: 
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
 
სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში,  გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე.  
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ia.bedinadze@sheraton.com ან მოხვიდეთ სასტუმროში (ბათუმი. შ. რუსთაველის 28) და ადგილზე შეავსოთ აპლიკაციის ფორმა.  
 
აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს. 
 
გისურვებთ წარმატებას!