მარკეტინგის სამსახურის სპეციალისტი

რუსთავი სრული განაკვეთი ავერსის კლინიკა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს მარკეტინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიციას რუსთავის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:
  • რუსთავის კლინიკის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და მარკეტინგული ჯგუფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მიზნობრივ გამოქვეყნებაში მონაწილეობა;
  • აქტიური მარკეტინგის კონკრეტული პერიოდის დაგეგმვა მედიცინის დარგების, გასაწევი მომსახურების სახის, ექიმთა კატეგორიების და რაოდენობის გათვალისწინებით;
  • პრეზენტაციების საშუალებით კლიენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება მარკეტინგის ინოვაციურ ან ავერსის კლინიკისთვის ახალი პროდუქტის შესახებ;
  • პოტენციური და პერსპექტიული მომხმარებლის ჯგუფის განსაზღვრა და მათთან ურთიერთობის გეგმის შემუშავება.
  • სამედიცინო დაწესებულებებში პრომოციისთვის სტრატეგიული ექიმების განსაზღვრის კოორდინაცია და კონტროლი;
  • მარკეტინგული ჯგუფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით რუსთავის კლინიკისთვის საჭირო პიარ–აქციების დაგეგმვა;
  • ფილიალისთვის საჭირო საინფორმაციო ბუკლეტების, ბროშურების, პლაკატების, სტიკერების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • რუსთავის ფილიალის სამედიცინო წარმომადგენლების მიერ შესრულებული სამუშაოს (განხორციელებული ვიზიტების) მიღება და დამუშავება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Power Point) ფლობა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კრეატიულობა;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge . ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3/03/2025

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზრვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!