ლაბორანტ-ანალიტიკოსი

რუსთავი სრული განაკვეთი ჰანიველ ცემენტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები: დაზგის ოპერირება
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰანიველ ცემენტი  ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 
 
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას რუსთავის ცემენტის ქარხანაში ლაბორანტ-ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: რუსთავი, მშენებელთა ქუჩა 70 
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში სამუშაო, არა უმეტეს 40 საათი.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:
  • წარმოებაში არსებული ლაბორატორიული რეგლამენტის მიხედვით სინჯების აღება. 
  • სინჯების დამუშავება სტანდარტული მეთოდის მიხედვით / ანალიზისთის სინჯის მომზადებაში დახმარება.
  • XRF ქიმიური ანალიზებისთვის დაპრესილი /ნალღობი ტაბლეტების მომზადებაში დახმარება. 
  • ანალიზების ჩატარებაში დახმარება / დადგენილი პარამეტრების განსაზღვრაში დახმარება. 
  • სამუშაო პროცესში ხარისხის კონტროლი და მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელებაში დახმარება.
  • მიღებული შედეგების გადაცემა საამქროს შესაბამის უბანზე პასუხისმგებელი პერსონალისთვის. 
  • სინჯების  ანალიზის შედეგების რეგისტრაცია მონაცემთა ჟურნალში/ Amlas პროგრამაში.
  • ცვლის მიღება -ჩაბარების წარმოება დადგენილი პროცედურის მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება ცემენტის ტექნოლოგია;
  • MS offices კარგი ცოდნა;
  • ცემენტის წარმოების საფუძვლების ცოდნა;
  • ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პაუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

არსებული ბენეფიტები:
  • კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით;
  • ტრანსპორტირებას სამსახურამდე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ლაბორანტ-ანალიტიკოსი (რუსთავი)

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 
 
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 
 
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.  
 
ჰანიველ ცემენტი  კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.