სარეკლამო კომპანია "FLEXMEDIA" 2012 წლიდან ოპერირებს ქართულ სარეკლამო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სარეკლამო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: სტუდიური დეკორაციები; ფართოფორმატიანი ბეჭდვა; გარე რეკლამა; ლაზერით გრავირება; სტიკერი.
სარეკლამო კომპანია “FLEXMEDIA’’ აცხადებს ვაკანსიას CNC რუტერის დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43
ძირითადი მოვალეობები:
- CNC დანადგარის ოპერირება;
- რუტერის დანადგარის გამართულად მუშაობისთვის, მწარმოებლის მიერ განსაზღვრული პროცედურებისა და რეკომენდაციების შესრულება;
- მასალების კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სარეკლამო სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- სასურველია რუტერთან/ლაზერთან მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სავალდებულოა საშუალო განათლება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
- პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
პირობები:
- კომპანია უზრუნველყობს თანამშრომელთა კვებას;
- კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@flexmedia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - CNC რუტერის დანადგარის ოპერატორი.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.