ავტოპარკის ტექნიკური მენეჯერი

მივლინება: არა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა
შპს სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანია ოილ ლოჯისტიკი  აცხადებს აცხადებს ვაკანსიას - ავტოპარკის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე 
სამუშაო ადგილი: თბილისი;  
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 
ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და  შეთანხმების საფუძველზე.  

ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიის ბალანსზე   არსებული მინივენი და სატვირთო ავტომობილების (ავტოპარკის) რეგულარული შემოწმება, მუდმივი-ყოველდღიური კონტროლი; 
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მოვლა-შეფასება; 
  • სერვის ცენტრებთან, სახელოსნოებთან კომუნიკაცია, ავტომობილების შეკეთების კონტროლი; 
  • საჭიროების შემთხვევაში ავტომობილების მიყვანა სერვის ცენტრში (სახელოსნოში); 
  • გეგმიური სერვისების  დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი; 
  • ავტომობილების მომზადება სეზონის მიხედვით; 
  • პარკირების ვადების კონტროლი; 
  • პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვადების კონტროლი; 
  • ავტომობილის რეცხვის/დეზინფექციის გრაფიკების შედგენა და კონტროლი; 
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შეფასება და დროული რეაგირება; 
  • სარემონტო ხარჯების და სათადარიგო ნაწილების შეძენის (საჭიროების შემთხვევაში) აღრიცხვა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; 
  • ავტოპარკის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე პასუხისმგებლობა; 
  • ტექნიკისა და მასთან დაკავშირებული აღრიცხვის ბაზების წარმოება და ყოველთვიური ანგარიშის უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა; 
  • საწვავის გახარჯვის აღრიცხვის კონტროლი; 
  • მყისიერი რეაგირება ავტოპარკის პრობლემატური საკითხების და საგანგებო სიტუაციების წარმოშობისას, კოორდინირება კომპანიის შესაბამის  დეპარტამენტებთან ეფექტური გადაწყვეტილებების მოსაძებნად. 

ძირითადი მოთხოვნები: 
  • B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა; 
  • ავტო სათადარიგო ნაწილების ცოდნა. 
  • სერვის ცენტრებთან, სახელოსნოებთან კომუნიკაციის გამოცდილება. 
  • მსგავს პოზიციაზე 2-3 წლის გამოცდილება. 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. 
 
უნარ-ჩვევები:  
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი: სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი; 
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@biodiesel.ge. გთხოვთ CV-ში დეტალურად მიუთითოთ: სამუშაო გამოცდილება, დამსაქმებელი კომპანიის დასახელება და ელ.ფოსტის სათაურის ველში - “subject”-ში პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.