შპს სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანია ოილ ლოჯისტიკი აცხადებს აცხადებს ვაკანსიას - ავტოპარკის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და შეთანხმების საფუძველზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ბალანსზე არსებული მინივენი და სატვირთო ავტომობილების (ავტოპარკის) რეგულარული შემოწმება, მუდმივი-ყოველდღიური კონტროლი;
- ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მოვლა-შეფასება;
- სერვის ცენტრებთან, სახელოსნოებთან კომუნიკაცია, ავტომობილების შეკეთების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში ავტომობილების მიყვანა სერვის ცენტრში (სახელოსნოში);
- გეგმიური სერვისების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
- ავტომობილების მომზადება სეზონის მიხედვით;
- პარკირების ვადების კონტროლი;
- პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვადების კონტროლი;
- ავტომობილის რეცხვის/დეზინფექციის გრაფიკების შედგენა და კონტროლი;
- ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შეფასება და დროული რეაგირება;
- სარემონტო ხარჯების და სათადარიგო ნაწილების შეძენის (საჭიროების შემთხვევაში) აღრიცხვა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- ავტოპარკის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე პასუხისმგებლობა;
- ტექნიკისა და მასთან დაკავშირებული აღრიცხვის ბაზების წარმოება და ყოველთვიური ანგარიშის უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა;
- საწვავის გახარჯვის აღრიცხვის კონტროლი;
- მყისიერი რეაგირება ავტოპარკის პრობლემატური საკითხების და საგანგებო სიტუაციების წარმოშობისას, კოორდინირება კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებთან ეფექტური გადაწყვეტილებების მოსაძებნად.
ძირითადი მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
- ავტო სათადარიგო ნაწილების ცოდნა.
- სერვის ცენტრებთან, სახელოსნოებთან კომუნიკაციის გამოცდილება.
- მსგავს პოზიციაზე 2-3 წლის გამოცდილება.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტურად მართვის უნარი: სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე:
hr@biodiesel.ge. გთხოვთ CV-ში დეტალურად მიუთითოთ: სამუშაო გამოცდილება, დამსაქმებელი კომპანიის დასახელება და ელ.ფოსტის სათაურის ველში - “subject”-ში პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.