უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი HILL CITY REAL ESTATE
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 9000
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: უძრავი ქონება სამშენებლო, უძრავი ქონება: უძრავი ქონების აგენტი
კომპანია "HILL CITY REAL ESTATE" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე/საბურთალო სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00 -დან 19:00 საათამდე;

პოზიციის მიზანია გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა. 

მოთხოვნები:
ვეძებთ კანდიდატს სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილებით უძრავი ქონების სფეროში.
უმაღლესი განათლება.
ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასურველია სასაუბრო დონეზე.

ფუნქციები:
  • კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება.
  • კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება.
  • გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა
  • მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
  • დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.

აუცილებელი უნარები:
  • ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა)
  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი
  • გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
  • გამართულად მეტყველების და წერის უნარი
  • მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
  • ორგანიზებულობა,პუნქტუალურობა.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
CV-ის განხილვა
გასაუბრება.

ანაზღაურება: 
სახელფასო ზღვარი 2000 - 9000 ლარი (სრულად გამომუშავებით, დამოკიდებულია აქტიურობასა და შრომისმოყვარეობაზე) განისაზღვრება გაყიდული უძრავი ქონებიდან კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის 40%-60%-ით.ინდივიდუალურად განიხილება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით. სტაჟირება: ორი კვირა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო-სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hillcity.sales@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი".