ავტომობილის მრეცხავი პარტნიორი / მისამართებზე

თბილისი სრული განაკვეთი ქარაფი საქართველო
მივლინება: არა ხელფასი: 1200 +ბონუსი
ენები: ქართული მართვის მოწმობა: B
ავტო-მოტო სერვისი: ავტოსამრეცხაო
კომპანია ქარაფი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - ავტომობილის მრეცხავი პარტნიორი (მისამართებზე).

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ყოველ დღე, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი

კომპანიის საქმიანობა:
  • კომპანია ქარაფი წარმატებით ოპერირებს 2024 წლის მარტიდან.
  • მომხმარებლები იძახებენ ქარაფის მომსახურებას სახლთან/სამსახურთან დაპარკინგებული ავტომობილების გასარეცხად.
  • ჩვენი პარტნიორი მიდის მომხმარებლის მისამართზე მოპედით და ჩანთაში განთავსებული ინვენტარით რეცხავს ავტომობილს.
  • ინვენტარის ჩანთაში არის: მიკროფიბერის ნაჭრები, ჯაგრისები, 2 ლიტრი წყალი და 2 ლიტრი სპეციალური ქაფი.

მოვალეობა:
  • შეკვეთის მიღებისას მომხმარებლის მისამართზე მოპედითა და ინვენტარით მისვლა და ავტომობილის გარეცხვა შიგნიდან და გარედან.

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • მოტივირებული
  • შრომისმოყვარე
  • ქართული ენის ცოდნა
  • მართვის მოწმობა B ან AM კატეგორია
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • რუკისა და მისამართების დახმარებით თბილისში სწრაფი ნავიგაციის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვწერეთ ტელ. ნომერი ჩვენს ელ. ფოსტაზე: info@carup.ge ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/carup.ge