კომპანია ქარაფი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - ავტომობილის მრეცხავი პარტნიორი (მისამართებზე).
სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ყოველ დღე, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი
კომპანიის საქმიანობა:
- კომპანია ქარაფი წარმატებით ოპერირებს 2024 წლის მარტიდან.
- მომხმარებლები იძახებენ ქარაფის მომსახურებას სახლთან/სამსახურთან დაპარკინგებული ავტომობილების გასარეცხად.
- ჩვენი პარტნიორი მიდის მომხმარებლის მისამართზე მოპედით და ჩანთაში განთავსებული ინვენტარით რეცხავს ავტომობილს.
- ინვენტარის ჩანთაში არის: მიკროფიბერის ნაჭრები, ჯაგრისები, 2 ლიტრი წყალი და 2 ლიტრი სპეციალური ქაფი.
მოვალეობა:
- შეკვეთის მიღებისას მომხმარებლის მისამართზე მოპედითა და ინვენტარით მისვლა და ავტომობილის გარეცხვა შიგნიდან და გარედან.
სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მოტივირებული
- შრომისმოყვარე
- ქართული ენის ცოდნა
- მართვის მოწმობა B ან AM კატეგორია
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- რუკისა და მისამართების დახმარებით თბილისში სწრაფი ნავიგაციის უნარი