მარკეტების ქსელი „გვირილა“ აცხადებს ვაკანსიას „რეგიონალური მენეჯერის“ პოზიციაზე, კომპანია არის სწრაფად მზადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:
- მენეჯერული რგოლის და ობიექტის პერსონალის შესრულებული სამუშაოს მუდმივი კონტროლი;
- ობიექტების სტაფის მოძიება და ტესტირების ეტაპის განსაზღვრა;
- პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
- აქტიური ჩართულობა ფილიალის გეგმების შესრულებაში;
- ობიექტებზე სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ დადგენიილი ნორმების დაცვის მონიტორინგი და კონტროლი;
- პროდუქციაზე სწორი ფასდებულების დადებისა და სააქციო პოზიციების გაფორმების კონტროლი;
- ობიექტიების მენეჯერების მიერ მარაგების მართვისა და შეკვეთების პროცესის კონტროლი;
- პროდუქციის ვარგისიანობის ვადისა და თაროებზე FIFO-მეთოდით განთავსების კონტროლი;
- ობიექტებზე მენეჯერის ფულადი ლიმიტების(მათ შორის ხურდა ფულის უწყვეტობის) კონტროლი;
- მის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების პრობლემების აკუმულირება, შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აპექსის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათდან-პარასკევის ჩათვლით; სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ-მდე;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
- ანაზღაურება შეთანხმებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@gvirila.com.ge
წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „რეგიონალური მენეჯერი“
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით!