ცხადდება ვაკანსია ბიზნესის განვითარების სპეციალისტის / Business Development Specialist პოზიციაზე
მდებარეობა: საქართველო (დისტანციურად)
ანაზღაურება: 6,000₾ ფიქსირებული + 5% წარმატებით შესრულებული გაყიდვიდან
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5:30 PM - 2:30 AM.
ვინ ვართ ჩვენ?
Cyberlyx LLC არის აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია Microsoft Dynamics 365 Business Central-ის დანერგვასა და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციაში. ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესებს (SMBs) ოპერაციების გაუმჯობესებაში ERP სისტემების მეშვეობით.
როლი კომპანიის წარმატებაში:
ვეძებთ Business Development Specialist-ს საქართველოში, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ახალი კლიენტების მოძიებაზე, გაყიდვების პროცესის მართვაზე და Business Central-ის გადაწყვეტების შეთავაზებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება – SMB სექტორში მომუშავე კომპანიების იდენტიფიცირება.
- ცივი ზარები და ელ.ფოსტები – გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კომუნიკაცია.
- LinkedIn Prospecting – ახალი ბიზნეს კავშირების შექმნა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება.
- პრეზენტაციების და დემოების დაგეგმვა – დაინტერესებული კლიენტებისთვის ERP შესაძლებლობების ჩვენება.
- შეთავაზებების მომზადება – ERP გადაწყვეტილებების მორგება და ინდივიდუალური კომერციული წინადადებების შედგენა.
- გაყიდვების პროცესის მართვა – კლიენტის დაინტერესებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პროცესის უზრუნველყოფა.
- ბაზრის კვლევა და ანგარიშგება – გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.
მოლოდინები?
- Microsoft Dynamics 365 Business Central ზოგადი ცოდნა.
- მოლაპარაკების უნარები – კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და საჭიროებების გაანალიზების უნარი.
- ინგლისური ენის ცოდნა.
- პრაქტიკული გამოცდილება LinkedIn-ის გამოყენებაში – ბიზნეს კონტაქტების მოძიება და გაყიდვების პროცესის მართვა.
რას გთავაზობთ?
- ანაზღაურება – 6,000₾ ფიქსირებული + 5% წარმატებული გაყიდვებიდან.
- საშუალება, იმუშაო საერთაშორისო ERP ბაზარზე.
- პროფესიული განვითარება – ტრენინგები Microsoft Business Central-ის მიმართულებით.
- დისტანციური მუშაობის მოქნილობა – სრულად ონლაინ პოზიცია.
- შესაძლებლობა, გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო გუნდის ნაწილი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: Email: info@cyberlyx.com
Website: www.cyberlyx.com