"ჯეუ ჰოლდინგი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"ჯეუ ჰოლდინგი"-ის შვილობილი კომპანიებია: ,,Jeu Group’’,
,,Rental and logistics company” და ,, Just Production’’.
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ჯეუ ჰოლდინგის" სავიზიტო ბარათია.
Jeu Holding-ის აცხადებს ვაკანსიას „ბიზნეს პროცესების მართვის ოფიცერის“ პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სახელფასო რეინჯი - 2000 - 3000 ლარი
- სამუშაო საათები- 10:00-19:00 სთ
- ადგილმდებარეობა - თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
- არსებული ბიზნეს პროცესების მობილიზაცია, ანალიზი და დოკუმენტირება კომპანიის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით.
- ბიზნეს პროცესებში არსებული ხარვეზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
- დეტალური BPMN დიაგრამების, ფლოუჩარტებისა და პროცესების რუქების შექმნა Bizagi Modeler-ის, Visio-ს ან მსგავსი პროგრამების გამოყენებით.
- პროცესების დახვეწის მიზნით სამუშაო შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზება.
- ახალი და ოპტიმიზირებული ბიზნეს პროცესების დანერგვაში მონაწილეობის მიღება.
- ბიზნეს პროცესების მონიტორინგი, დარღვევების, ხარვეზების იდენტიფიცირება და დოკუმენტაციის რეგულარული განახლება.
- თანამშრომლებისთვის BPM ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციების მიწოდება.
- BRD დოკუმენტების შემუშავებაში მხარდაჭერა.
ძირითადი მოთხოვნები:
- გამოცდილება BPM ინსტრუმენტების გამოყენებაში: როგორიცაა Bizagi Modeler, Microsoft Visio ან მსგავსი პროგრამები (სასურველია).
- BPMN სტანდარტებისა და პროცესების მოდელირების ტექნიკების ცოდნა.
- ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები.
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზაციული უნარები.
- Microsoft Office-ის და პროექტების მართვის პლატფორმების ცოდნა (მაგ., Monday.com უპირატესობად ჩაითვლება).
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით
- კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს
- განმავითარებელ პროგრამებში აქტიურ ჩართულობას და სწავლის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@jeuholding.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.