„პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.
ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორიზე ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესოს ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.
„პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული და ოფისის მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისში შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება, სტუმრების მიღება;
- კომპანიაში მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესების მართვა (ბრძანებების, აქტების, მინდობილობების, მიღება-ჩაბარებების და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება);
- შემოსული და გასული კორესპონდენციის დროული აღრიცხვა, შენახვა და შესაბამის ადრესატთან გადამისამართება;
- საოფისე ინვენტარის მარაგების კონტროლი და შესყიდვების მენეჯერისთვის მოთხოვნის მიწოდება საჭიროების შესაბამისად;
- რეკრუტინგის პროცესში ჩართულობა (ვაკანსიების განთავსება, გასაუბრებების ჩანიშვნა, შეხვედრების ორგანიზება);
- თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა;
- დირექტორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ადმინისტრაციული ან/და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დისციპლინირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
- თავაზიანობა, კეთილგანწყობა
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო ადგილი: რუსთავი, წითელი ხიდის მე-17 კილომეტრი.
- სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 5 დღე;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@panex.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საწარმოო ხაზის ოპერატორი".
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ სს "პანექსმა" მიიღოს თქვენი პერსონალური მონაცემები და დაამუშაოს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.