სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სვის კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.
თუ მონაცემებთან მუშაობა გიყვარს და გინდა, შენი მიგნებები რეალურ ბიზნეს-გადაწყვეტილებებად აქციო, შემოგვიერთდი!
რას გააკეთებ ამ როლში?
- შეაგროვებ, გააანალიზებ და ინტერპრეტაციას გაუკეთებ მონაცემებს ვებ-ანალიტიკის, სოციალური მედიის ანალიტიკისა და CRM სისტემებიდან.
- მოამზადებ ყოველკვირეულ, ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ მარკეტინგულ ანგარიშებსა და პრეზენტაციებს, მარკეტინგული შედეგების დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობის მიზნით.
- გაუწევ მონიტორინგს და მოამზადებ მონაცემებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს მარკეტინგული პროექტების გაუმჯობესებისთვის.
- გააანალიზებ კონკურენტების აქტივობებს, ინდუსტრიულ ტენდენციებსა და საუკეთესო პრაქტიკებს მარკეტინგული შედეგების გასაუმჯობესებლად.
რა კვალიფიკაცია და უნარები დაგეხმარება წარმატებაში?
- ბაკალავრის ხარისხი სტატისტიკაში, მარკეტინგში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან სხვა შესაბამის სფეროში.
- ინგლისური ენის სრულყოფილი წერილობითი და ვერბალური ცოდნა.
- MS Excel-ისა და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგებისთვის.
- ანალიტიკური უნარები, მონაცემების ინტერპრეტაციის, მნიშვნელოვანი მიგნებების იდენტიფიცირებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებისთვის.
- მარკეტინგული ანალიტიკის ინსტრუმენტებთან (მაგ., Google Analytics, Meta Business Suite და სხვა) მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება.
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდთან ერთად ეფექტურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად;
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი.
გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 25.02.2025-ისა. წერილის სათაურში მიუთითე პოზიციის დასახელება: "მარკეტინგის მონაცემთა ანალიტიკოსი".