Hash Bank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
Hash Bank აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქციები:
- მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, მხარდაჭერა და მონიტორინგი;
- მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
- მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია;
- განაწილებული მაღალმდგრადი (High Availability) სისტემების ადმინისტრირება;
- არსებული ინსტანსების მიგრაცია;
- მონაცემთა ბაზების სარეზერვო კოპირება/აღდგენა;
- მონაცემთა ბაზების წარმადობის მონიტორინგი, პრობლემების დადგენა და ბაზის ოპტიმიზაცია;
- მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირება, განახლება, patch-
- ების გატარება;
- SQL სკრიპტირება: Query-ების ოპტიმიზაცია და მხარდაჭერა;
- მონაცემთა ბაზების განახლებებისა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვა;
- ბეკაპირების სტრატეგიის იმპლემენტაცია და ბაზის აღდგენის პერიოდული ტესტირება;
- მონაცემთა ბაზების მომხმარებლებისა და როლების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
- უმაღლესი განათლება - სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიები, ან მონათესავე სფერო.
ცოდნა და გამოცდილება:
- ბაზების ადმინისტრირების არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება MS SQL
- სერვერის გამოყენებით;
- windows Server 2019/2022-თან მუშაობის გამოცდილება;
- MS SQL, PostgreSQL, მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- მონაცემთა ბაზების მონიტორინგის ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია widnows Clusters / SQL Always ON- თან მუშაობის გამოცდილება.
- Cloud ინფრასტრუქტურასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები:
- ძლიერი ანალიტიკური უნარები;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 6 მარტი, 2025.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს „ჰეშ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს „ჰეშ ბანკისთვის“ წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს „ჰეშ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.