სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე;
ძირითადი მოვალეობები:
- შეხვედრების ორგანიზება და დაგეგმვა, მონაწილეების ინფორმირება და პროტოკოლის მომზადება;
- ბილეთების, სასტუმროებისა და საკონფერენციო დარბაზების დაჯავშნა;
- კორესპონდენციის ორგანიზება და არქივაცია;
- დოკუმენტაციის წარმოება, წერილების და ცნობების აღრიცხვა;
- ბრძანებების მომზადება;
- ტექნიკური პერსონალის მართვა;
- კომპანიის ავტომობილებისთვის საწვავის ფორმების შევსება;
- კორპორატიული მობილური ნომრებისა და საშვების აღრიცხვა და მართვა (ახალი თანამშრომლებისთვის ნომრების/საშვების გაცემა, წასული თანამშრომლებისთვის გაუქმება და საჭიროებების შესაბამისად ცვლილებების განხორციელება).
- ოფისისთვის საჭირო ნივთების შესყიდვის მოთხოვნის მომზადება და თანამშრომლებისთვის სავიზიტო ბარათებისა და ბეიჯების შეკვეთა.
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირება;
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად;
- სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 24.02.2025-ისა. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "Administrative Assistant".