EXPERTS FOR SOLUTIONS ინსპექტირების დამოუკიდებელი, საერთაშორისო სერტიფიცირების კომპანიაა. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ხარისხის უზრუნველყოფა/კონტროლი. ამასთანავე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, როგორიცაა გეოდეზიური მომსახურება.
EXPERTS FOR SOLUTIONS ასევე პოზიციონირებს სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და ობიექტების უსაფრთხოება/ზედამხედველობის მიმართულებით. კომპანია ფლობს ISO სერთიფიკატს. შესაბამისად, EXPERTS FOR SOLUTIONS-ის ინსპექტირების შედეგებს აღიარებს საქართველოს კანონმდებლობა და ყველა ინსტანციის სასამართლო.
„𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬“ აცხადებს ვაკანსიას ასისტენტი/დოკუმენტ ბრუნვის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- მიმდინარე პროექტებთან, ხელშეკრულებებთან, კორესპონდენციებთან და კომპანიის სხვა მასალებთან დაკავშირებული ელექტრონული და ბეჭდური დოკუმენტების დახარისხება, დანომრვა, ორგანიზება, კატეგორიზაცია, განაწილება და შენახვა;
- ეფექტური დოკუმენტაციის კონტროლის სისტემის შემუშავება და დანერგვა;
- სენსიტიური დოკუმენტებისა და ინფორმაციის კონფიდენციალობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- მართოს ხელმძღვანელი ელ ფოსტა, კორესპონდენცია და კალენდარი;
- დაგეგმოს შეხვედრები, ღონისძიებები და ვიზიტები ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის მიმდინარე პრიორიტეტების და ვადების გათვალისწინებით;
- მივლინებების და შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება.
- შეახსენოს და აკონტროლოს ხელმძღვანელს პრიორიტეტების, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების, ჩანიშნული დედლაინების და ვალდებულებების შესახებ.
- იმუშაოს Bitrix-ში და განახორციელოს პროექტებთან დაკავშირებული ცვლილებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ან სამშენებლო მენეჯმენტში
- სამშენებლო ან საინჟინრო სექტორში დოკუმენტბრუნვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ადმინისტრაციული ასისტენტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ინგლისურისა და რუსული ენის ცოდნა;
- MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- ინიციატურობა;
- დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 30 თებერვლამდე
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬 " დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬” ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!