Random Systems Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უმცროსი ანალიტიკოსი
ჩვენი სერვისების ფართო არეალი მოიცავს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას,კანონმდებლობის შექმნა/დახვეწას, სარეგულაციო მონიტორინგს და ზედამხედველობას.
პოზიციის დასახელება: უმცროსი ანალიტიკოსი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 (შესვენება 1 საათი)
თანამდებობის ზოგადი მიზანი:
- მიღებული მონაცემების მონიტორინგი შემუშავებულ რეპორტინგის სისტემაში, მონაცემთა შემოწმება და ანალიტიკა;
ზოგადი დებულებები:
დაქვემდებარება:
- დირექტორს, უშუალოდ ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- განათლება/სპეციალობა: სასურველია, უმაღლესი, ეკონომიკის, ბიზნესის ან სტატისტიკის მიმართულებით მიღებული განათლება.
- მუშაობის გამოცდილება: სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
- ტექნიკური უნარები: MS Office (განსაკუთრებით MS Excel), SQL.
- უცხო ენები: ინგლისური.
ფუნქციები-მოვალეობები:
- მიღებული მონაცემების მონიტორინგი;
- რეპორტინგის სისტემის კომპონენტების მონიტორინგი;
- მონაცემების ანალიზი.
დამატებითი უნარ-ჩვევები :
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- საქმის ეფექტურად განაწილების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი.
ანაზღაურება: სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად .
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: info@rsi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.