მენეჯმენტის შემსწავლელი კურსები
ჩვენ ვართ სმარტ აკადემია. 2018 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს ეფექტური სასწავლო გამოცდილება გავუზიაროთ.
ჩვენთან სტუდენტები მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს ეუფლებიან, იმაღლებენ კვალიფიკაციას, კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ იღებენ სერტიფიკატს, წერილობით რეკომენდაციასა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას.
ელფოსტა: info@smartacademy.ge
Facebook: https://www.facebook.com/SmartAcademy.ge
Instagram: https://www.instagram.com/smartacademy.ge
კონსულტაცია უფასოა: 591670067
კატეგორიის მენეჯმენტი - 1.5 თვე
კატეგორიის მენეჯმენტის კურსი მიზანია, სტუდენტმა შეისწავლოს ადგილობრივი კატეგორიის მენეჯერის როლი ვაჭრობის ინდუსტრიაში. დამოუკიდებლად შეძლოს საცალო გაყიდვების სექტორში შესაბამისი კატეგორიის მართვა, ასორტიმენტის შექმნა, შესყიდვისა და გაყიდვის პროცესების წარმართვა, კატეგორიაში შემავალი პროდუქტების გაყიდვის მხარდაჭერა და საბაზრო ფასის განსაზღვრა.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის ძირითადი პრინციპები და ტიპები;
- კატეგორიის მენეჯერის როლი და ფუნქციები, რაც დაეხმარება მათ უკეთ გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობები ვაჭრობის სფეროში;
- ბაზრის მოთხოვნებისა და ტრენდების მიხედვით პროდუქციის კატეგორიების განსაზღვრა და რელევანტური მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება;
- ადგილობრივი მომწოდებლების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების მართვა;
- კატეგორიის მომგებიანობისა და სხვადასხვა ფინანსური პარამეტრების განსაზღვრა, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის მართვისთვის;
- მარკეტინგული ხელსაწყოების გამოყენება, მათ შორის ფასდაკლებების და აქციების, რათა გაზარდონ გაყიდვები;
- დღესასწაულებისთვის მომზადება, რაც მოიცავს ლოჯისტიკის, საწყობის და მენეჯმენტის საკითხების დაგეგმვას;
- სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ დავალებებს და სავარჯიშოებს, რაც ხელს შეუწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
ლექტორის შესახებ
- ანა ვეზირიშვილი არის მარკეტინგის მენეჯერი Gianti Logistics-ში;
- ანას კარიერა საცალო ვაჭრობის სფეროში 2019 წელს დაიწყო. ძირითადი სფეროები:საკანცელარიო ნივთები, საკვების და თავის მოვლის საშუალებები.
- მისი ცოდნა მოიცავს სხვადასხვა სავაჭრო სივრცეებსა და არხებში სხვადასხვანაირი პროდუქციის გაყიდვის ციკლის დაგეგმვას და პროცესების გაძღოლას;
- მონაწილეობდა soplidan.ge პლატფორმისა და veli.store-ს შერწყმის პროცესებში, რა დროსაც მისი კარიერა ელექტრონულ კომერციას დაუკავშირდა.
გაიგე მეტი კურსზე: https://smartacademy.ge/trainings/432-Category-management
ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვები - 2.5 თვე
ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსი სტუდენტებს სთავაზობს სრულყოფილ ცოდნას მენეჯმენტის ყველა ასპექტის შესახებ. კურსი გამდიდრებულია პრაქტიკული დავალებებით, რეალური მაგალითებითა და მასალებით. კურსის მიმდინარეობისას სტუდენტებს ექნებათ ჯგუფებში კოლაბორაციისა და ბრეინშტორმინგის შესაძლებლობა, რათა გაუმკლავდნენ სხვადასხვა გამოწვევებს.
კურსის მსმენელები შეძლებენ:
- პრობლემის იდენტიფიცირებასა და გამომწვევი მიზეზების დადგენას;
- მიზნების სწორად დასახვასა და მათ კონტროლს;
- ROI, ROA, ROE, IRR, BEP და ა.შ. გამოთვლას;
- ფინანსური უწყისების გარჩევას;
- როგორც შიდა, ისე გარე გარემოს ანალიზის გაკეთებას;
- გადაწყვეტილების მიღების პროცესის მართვას;
- სწორი უკუკავშირის მიცემას;
- გაყიდვების სწორად დაგეგმვასა და მართვას.
ლექტორის შესახებ:
- დავით ჭიაბერაშვილი არის სატელეკომუნიკაციო კომპანიის „სქაიტელის“ კომერციული დეპარტამენტის დირექტორი;
- 2023 წელს იკავებდა საოპერაციო დირექტორის პოზიციას Extra.ge-ში;
- 2018-2023 წლებში მუშაობდა Microsoft-ში
- დავითს აქვს გაყიდვების, ბიზნესის მართვისა და სატელეკომუნიკაციო ბიზნესში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, მათ შორის კავკასუს ონლაინსა და ჯეოსელში;
გაიგე მეტი კურსზე: https://smartacademy.ge/trainings/375-Business-Management
ფინანსების მენეჯმენტი - 1.5 თვე
ფინანსური მენეჯმენტის კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:
- რა არის ფულის დღევანდელი და მომავალი ღირებულება
- როგორ გამოითვლება მოგება და რა ფაქტორები მოქმედებს მასზე
- განსხვავება ფინანსების მართვასა და ბუღალტრულ აღრიცხვას შორის
- განსხვავება ფინანსურ უწყისებს შორის
- რა არის ფინანსური ანალიზი და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები
- რა არის და რა მნიშვნელობა აქვს საბრუნავი კაპიტალის მართვას
- რა არის დებიტორული მოთხოვნები და როგორ ხდება მათი მართვა
- რა მნიშვნელობა აქვს მოზიდული სახსრების წყაროებს
- რა არის დისკონტირება და რა ფასი აქვს კაპიტალს
- როგორ ხდება მომგებიანი ინვესტიციების შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება
ლექტორის შესახებ:
- დავით ხაჩიძეს აქვს ქართული და უცხოური კომპანიების მართვის მდიდარი გამოცდილება და ამჟამად არის KTW ჯგუფის ფინანსური დირექტორი;
- ცოტა ხნის წინ კომპანია ,,ციტადელში'' საერთაშორისო ბიზნეს განვითარების დირექტორის პოზიციას იკავებდა;
- ასევე, იკავებდა ქართული სამშენებლო კომპანიის CMD-Fortex-ის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას.
- 2013-2016 წლებში იყო საიუველირო კომპანია ზარაფხანას გენერალური დირექტორი;
- 2016-2018 წლებში იყო ქართულ-გერმანული სამედიცინო ცენტრის მრჩეველი, ასევე ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი;
- 2019-2020 წლებში მუშაობდა ავსტრიაში, ნავთობ-პროდუქტების საერთაშორისო სავაჭრო ჰოლდინგში - United Energy Commodities GmbH გლობალური ფინანსური დირექტორის პოზიციაზე;
- დავითი ასევე არის ილიას სახ. უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც სამაგისტრო კურსზე კითხულობს კომპანიის შეფასების და ფინანსური მენეჯმენტის ლექციებს;
გაიგე მეტი კურსზე: https://smartacademy.ge/trainings/57-financial-management
MS Excel მონაცემთა ანალიზისთვის - 1 თვე
კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს მონაცემების დამუშავებასა და ანალიზში.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
ლექტორის შესახებ
თემო სულუაშვილი ამჟამად მუშაობს BDO Georgia-ში Associate, Business Service & Outsourcing-ად;
ფინანსურ და საგადასახადო თემებთან დაკავშირებით კონსულტირებას უწევს კომპანიებს;
თემო მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კომპანიის ფინანსური ანალიზისა და ეკონომიკური მოდელირების პროცესებში;
გაიგე მეტი კურსზე: https://smartacademy.ge/trainings/331-MS-Excel