მარკეტინგის შემსწავლელი კურსი

თბილისი სმარტ გრუფი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: ტრენინგ კურსები

სმარტ აკადემია აცხადებს მიღებას მარკეტინგის შემსწავლელ კურსებზე.


ჩვენ ვართ სმარტ აკადემია. 2018 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს ეფექტური სასწავლო გამოცდილება გავუზიაროთ.
 
ჩვენთან სტუდენტები მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს ეუფლებიან, იმაღლებენ კვალიფიკაციას, კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ იღებენ სერტიფიკატს, წერილობით რეკომენდაციასა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას.

მარკეტინგის მენეჯმენტი - 4.5 თვე

მარკეტინგის მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ. სწორედ ამიტომ, კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და კონკურენტუნარიანს გახდის. კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
  • შექმნან მარკეტინგული სტრატეგიები და აწარმოონ მარკეტინგული აქტივობები;
  • შექმნან სოციალური მედიის სტრატეგია;
  • შექმნან, მართონ და განახორციელონ მარკეტინგული, კომბინირებული კამპანიები; 
  • შეაფასონ და ეფექტურად გამოიყენონ მარკეტინგის ფუნდამენტური კომპონენტები, კონცეფციები და პრინციპები;
  • ესმოდეთ ბაზრის კვლევის კომპონენტები და შეძლონ მისი შედეგების შეფასება; 
  • განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორიები, ჩამოაყალიბონ მომხმარებლის პერსონები და მოახდინონ მათზე ეფექტური თარგეთირება და პოზიციონირება; 
  • მარკეტინგული სტრატეგიებისა და საქმიანობებისას სრულად ესმოდეთ მარკეტინგული მიქსის კომპონენტების მნიშვნელობა;
  • შექმნან, განავითარონ და განახორციელონ მარკეტინგული სტრატეგიები;
  • გაანალიზონ ანალიტიკური მექანიზმებით კამპანიები და პროექტები;
  • იცოდნენ რა კომპონენტებისგან შედგება მარკეტინგული ბიუჯეტი და მიიღონ მონაწილეობა მის ფორმირებაში;
  • ესმოდეთ და აანალიზებდნენ ბრენდინგის მნიშვნელობას, მის შემადგენელ კომპონენტებსა და ბრენდის მენეჯმენტს; 
  • ესმოდეთ მარკეტინგის და სააგენტოს გუნდების ფორმირების, ერთმანეთთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის კომპონენტები. დასაქმების შემთხვევაში მარტივად გახდნენ გუნდის სრულფასოვანი წევრები;
  • შექმნან და გაანალიზონ კრეატიული და ტექნიკური ბრიფი;
  • ესმოდეთ ციფრული მარკეტინგის კომპონენტების მნიშვნელობა და იყენებდნენ მას ეფექტურად;
  • გამოიყენონ სოციალური მედია არხები ეფექტურად;
  • ქოფირაითინგის, სთორითელინგისა, კონტენტ მარკეტინგის და მულტიმედია საშუალებების კომპონენტების პრაქტიკულ გამოყენებას, შეფასებას და ანალიზს; 
  • ინფლუენსერებთან ეფექტურ თანამშრომლობას, გამოცდილებებზე დაყრდნობილი პრინციპების მიხედვით;
  • AI პლატფორმებისა და პროდუქტების გამოყენებას მარკეტინგულ საქმიანობაში;
  • განივითარონ ინოვაციური აზროვნება მარკეტინგში;
  • აღმოაჩინონ ინსაითები და დააშენონ მათზე მარკეტინგული გადაწყვეტილებები;
  • შეაფასონ მარკეტინგული აქტივობები და აწარმოონ რეპორტი;
  • დაიცვან ეთიკის ნორმები, მართონ პროფესიული დილემები და აწარმოონ მარკეტინგული აქტივობები კანონების დაცვით;
  • მართონ მომხმარებლების ურთიერთობები და კოორდინირება გაუწიონ CRM & Loyalty პროგრამებს. 

ლექტორის შესახებ
ანა გელაშვილი 2021 წლიდან დღემდე იკავებს გენერალური მენეჯერის პოზიციას Ogilvy Georgia-ში;
2021 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის საფეხურის სტუდენტებს ასწავლის პრაქტიკულ კურსს კონტენტის შექმნის პრინციპების შესახებ  სოციალური მედიისთვის;
ასევე 2020-2021 წლებში იყო მოწვეული მენტორი და ტრენერი Spark-ში, სადაც მენტორობას უწევდა სტარტაპებს მათი მარკეტინგული სტრატეგიების განვითარებისთვის;
დღემდე აქტიურად არის ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესებისა და სტარტაპების ხელშემწყობ სამენტორო პროგრამებში მარკეტინგისა და PR-ის მიმართულებით;

გაიგე მეტი კურსზე: https://smartacademy.ge/trainings/436-Marketing-Management

პროდუქტის მარკეტინგი: სტრატეგია, ანალიზი და პრაქტიკა - 2 თვე

კურსში შეიტყობ, რომ პროდუქტის მარკეტინგი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება პროდუქტს იპოვოს სწორი გზა მომხმარებლებისკენ. ეს გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ პროდუქტზე, როგორ გავყიდოთ ეფექტურად და დავრწმუნდეთ, რომ არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს კარგად ესმის მისი ღირებულება.
მარკეტინგის და ბიზნესის გამოცდილება, ანალიტიკური და ტექნიკური უნარები უზრუნველყოფს პროდუქტის მარკეტინგის ჰოლისტიკურ მიდგომას. ეს კი საშუალებას აძლევს პროდუქტის მარკეტერს, კომპლექსურად მართოს ნებისმიერი სირთულის პროექტი, მიიღოს მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები და აწარმოოს ეფექტური კომუნიკაცია, რაც ხელს შეუწყობს პროდუქტის გაყიდვასა და ცნობადობის გაზრდას არსებულ ბაზარზე.

კურსის მსმენელები ისწავლიან:
  • ბაზრის მიმოხილვას;
  • სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებას;
  • მონაცემთა ანალიზს
  • ეფექტურ კომუნიკაციას;
  • ტექნოლოგიებთან ადაპტაციას;
  • პრობლემის გადაჭრას;
  • ჯვარედინ ფუნქციურ თანამშრომლობას (ბიზნესი + ტექი + მარკეტინგი).

ლექტორის შესახებ
სალი დადიანი არის თიბისის ციფრული ბანკინგის (მობაილ/ინტერნეტ ბანკი/ციფრული პროდუქტები) მარკეტინგის მიმართულების ლიდი;
მას აქვს პროდუქტის მარკეტინგში 10+ წელზე მეტი გამოცდილება;
მისი გამოცდილება, პროდუქტის მარკეტერების ლიდის პოზიციაზე,  მოიცავს ციფრული პროდუქტების ყველა სეგმენტის (მას რითეილი, კონცეპტი, ბიზნეს კლიენტები) ციფრული პროდუქტების ზრდის სტიმულირებასა და 360 გრადუსიანი მასშტაბის მქონე კამპანიების მართვას;
სალი არის 40-ზე მეტი დამოუკიდებელი (ფრილანს) პროექტის ხელმძღვანელი - ბრენდინგის, სტრატეგიის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
ექაუნთის მენეჯერის პოზიციაზე უმუშავია საერთაშორისო კრეატიულ სააგენტოში “Saatchi & Saatchi Tbilisi” ისეთ კლიენტებთან, როგორებიცაა Nestle, Bosch, Leibniz, Lowenbrau და სხვა;

გაიგე მეტი კურსზე: https://smartacademy.ge/trainings/376-Product-Marketing

სოციალური მედია მარკეტინგი - 2 თვე
სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
  • სოციალური მედიის მარკეტინგის მიზნის განსაზღვრას, რომელიც აუცილებელია წარმატებული ონლაინ კამპანიების მისაღწევად;
  • თუ როგორ აღწერონ და განსაზღვრონ სოციალური მედიის მარკეტინგის სწრაფად განვითარებადი როლი საზოგადოებასთან ურთიერთობაში, რეკლამასა და მარკეტინგში;
  • განსაზღვრონ სოციალური მედიის მარკეტინგის კვეთა ბიზნესის ყველა ასპექტთან;
  • განავითარონ ეფექტური სოციალური მედიის მარკეტინგული სტრატეგიები სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიებისა და ბიზნესებისთვის;
  • განსაზღვრონ მიზნობრივი ბაზრები კონკრეტული სოციალური მედიის პლატფორმებისთვის;
  • გამოიყენონ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმები და საჭიროებისამებრ მოახდინონ მომხმარებელზე ზემოქმედება ან/და კომპანიის, ბრენდის, პროდუქტის, სერვისის თუ პიროვნების პოპულარიზება;
  • თვალყური ადევნონ სოციალური მედიის მიზნების მიღწევის პროგრესს სხვადასხვა საზომი ხელსაწყოების, სერვისებისა და მეტრიკების მეშვეობით;
  • შეაფასონ საქართველოში არსებული რეალობა და გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გამოიყენონ სოციალური მედია კამპანიის ფარგლებში;
  • შეაჯამონ ყოველივე ზემოთქმული და გამოიყენონ ეს ინფორმაცია სოციალური მედიის სტრატეგიაში.

ლექტორის შესახებ
ალექსანდრა კნიაზიანი არის FCB Artgroup-ის თბილისის ფილიალის ექაუნთისა და სოციალური მედიის უფროსი სპეციალისტი. 
მას აქვს სოციალური მედიის სფეროში მუშაობის 7+ წლიანი გამოცდილება და უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: HeidelbergCement Georgia, Vestel, Raffaello, Magnum, ETi, Phaiser, Coca-Cola, Dove, AXE, Rexona, Sunsilk, Clear, Algida, ReBank, Swissotel, Kontakt Home, White Now, Domestos, CIF, Manamo, თბილისის მარათონი, მუსიკის სახლი, ნატახტარი და სხვა;
ალექსანდრას ნამუშევარი აქვს რამდენიმე მიმართულებით: TV და რადიო ჟურნალისტიკა, სტატიები, სატელევიზიო გადაცემის შექმნა, ქოფირაითინგი, ბრენდინგი, ბრენდის ციფრული პოზიციონირების კონცეპტის შემუშავება, სოც. მედია ტექნიკური მხარდაჭერა, კრეატიული კონტენტის შექმნა, ციფრული რეკლამა, სატელევიზიო და რადიო სარეკლამო განთავსება, ვიდეო-ფროდაქშენი, ხმის პროდაქშენი სატელევიზიო სარეკლამო რგოლებისთვის (ე.წ. VO), POSm, ბრენდებთან/კლიენტებთან ურთიერთობა, მარკეტინგული/კრეატიული გუნდის მენეჯმენტი, საქართველოს ბაზრის კვლევები;

გაიგე მეტი კურსზე: https://smartacademy.ge/trainings/227-Social-Media-Marketing

ციფრული მარკეტინგი - 2.5 თვე
ციფრული მარკეტინგის კურსის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე დამწყები ციფრული მარკეტერი, რომელიც შეძლებს ციფრული მარკეტინგის მიზნების განსაზღვრას, ციფრული სტრატეგიის დაგეგმვას, რეკლამის განთავსებას Facebook & Google არხებში, დამხმარე ციფრული არხების გამოყენებას, შედეგების გაზომვასა და გაანალიზებას.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:
  • ციფრული მარკეტინგის რაობა, მნიშვნელობა და საქართველოში გამოყენებული ციფრული არხები;
  • ციფრული მარკეტინგის საბაზისო ტერმინოლოგია;
  • Facebook, Instagram, LinkedIn ფეიჯის მართვის ფუნქციონალი;
  • ძირითადი ციფრული სარეკლამო არხების ტექნიკური შესაძლებლობები და ფუნქციონალი - Meta Ads & Google Ads;
  • ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენება - Google Analytics; Event Manager;
  • დამხმარე ციფრული არხების და ხელსაწყოების საჭიროება და ტექნიკური შესაძლებლობები - Tag Manager, Looker Studio, Mailchimp, ა.შ.;
  • ციფრული სტრატეგიის ან/და გეგმის შექმნა და გაზომვადი მიზნების დასახვა;
  • სტრატეგიის შესაბამისი რეკლამების განთავსება;
  • რეკლამის ოპტიმიზაცია და შედეგების გაანალიზება;
  • შედეგებზე ორიენტირებული ციფრული კამპანიის დაგეგმვა, განხორციელება, რეპორტინგი, ანალიზი.

ლექტორის შესახებ
ანა გოგავა არის ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი / პერფორმანს მარკეტერი 4 წელზე მეტი გამოცდილებით. ამჟამად ის კრეატიული სააგენტო Hans & Gruber-ის ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელია;
მას უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Coca-cola, Subway, Wendy’s, Dunkin’, Avon, Nestle, Mondelez, Samsung, KIA, Porsche, USA Embassy და სხვა ლოკალური და საერთაშორისო კომპანიები;
2021 – 2022 წლებში ანა სააგენტოს Pro-Media-ს, ხოლო 2022-2023 წლებში სააგენტო AdsomeFish-ის ციფრული გუნდების ხელმძღვანელი იყო, სადაც Dentsu-სა და Mediacom-ის საერთაშორისო პროექტებზე მუშაობდა;
Freelance პროექტების ჭრილში ანა მუდმივად თანამშრომლობს სხვადასხვა ლოკალურ და უცხოურ კომპანიებთან. მისი ყველაზე მსხვილი ფრილანს პროექტი ამერიკული ძვირადღირებული საათების მაღაზია Watch My Diamonds-ია, სადაც ის e-commerce-ის მიმართულებით, პერფორმანს მარკეტინგზე მუშაობს.

გაიგე მეტი კურსზე: https://smartacademy.ge/trainings/438-Digital-Marketing

ელფოსტა: info@smartacademy.ge
Facebook: https://www.facebook.com/SmartAcademy.ge
Instagram: https://www.instagram.com/smartacademy.ge
Linkedin: https://www.linkedin.com/school/smart-academy-ge
კონსულტაცია უფასოა: +995 591670067