5 ვარსკლავიანი სასტუმრო „გისტოლა“ მესტიაში, აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
თიფსი (tips) ბარათით და ქეშით.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრის დახვედრა მაქსიმალური კეთილგანწყობით;
- შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
- მაგიდის სერვირების უზრუნველყოფა;
- შვედური მაგიდის მომსახურება;
- სარესტორნო გაყიდვების პროგრამაში შეკვეთის გაფორმება;
- სტუმრების მხრიდან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, სიტუაციის მართვა ან უშუალო მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური ენა აუცილებელია, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ფიზიკურად შრომის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს და შემოსავალს. (მე-4 წელი და არ იყო პრეცედენტი რომ დავკეტყლიყავით არასეზონზე, ან ვინმე გაგვეშვა სამსახურიდან, ან ხელფასი რომ შეგვემცირა)
- კომფორტულ საცხოვრებელს, სასტუმროში არის განკუთნილი ოთახები სტაფის წევრებისთვის. (2-3 პერსონა 1 ოთახში)
- სამჯერადი კვება უფასოდ.
- უფასო პრემიუმ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- 30%-იანი ფასდაკლება ჩვენ რესტორანში.
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
თიფსი (tips) ბარათით და ქეშით. ქეშით ტიპს იტოვებთ თქვენ, ბარათით რასაც დატოვებენ თვის ბოლოს იყოფა მიმტანებზე (5-6 მიმტანი)
გრაფიკი: 15:00 - 00:00. (ბოლო შეკვეთას ვიღებთ 22:20-ზე, სტუმარს აქვს უფლება რომ რესტორანში იყოს 00:00-მდე. არასეზონზე ხშირად ხდება ისე, რომ 22:30 უკვე თავისუფლები იქნებით, 00:00-მდე არ მოგიწევთ დარბაზში ყოფნა)
Day off (დასვენება) - ერთი დღე კვირაში, შესაძლებელია დასვენების დღეების დაგროვება და ერთდროულად გამოყენება (მაქს.6 დღე)
შვებულება: წელიწადში ერთხელ, 10 დღე, შესაძლებელია დაგროვებული day-off ებით გამოყენება (მაქს. 14 დღე. თვეები როცა შესაძლებელია შვებულების გამოყენება: ნოემბერს, მარტის და აპრილის თვეებში, ასევე მაისის პირველ ნახევარში, ოქტომბრის მეორე ნახევარში)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tedo@gistola.ltd
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 511 29 29 66
გისურვებთ წარმატებას!