მიმტანი
თარიღები: 05 თებ - 05 მარ
მდებარეობა: მესტია
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1300
ენები: ქართული ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მიმტანი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: tedo@gistola.ltd
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 511 29 29 66

5 ვარსკლავიანი სასტუმრო „გისტოლა“ მესტიაშიაცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. 


თიფსი (tips) ბარათით და ქეშით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრის დახვედრა მაქსიმალური კეთილგანწყობით;
  • შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
  • მაგიდის სერვირების უზრუნველყოფა;
  • შვედური მაგიდის მომსახურება;
  • სარესტორნო გაყიდვების პროგრამაში შეკვეთის გაფორმება;
  • სტუმრების მხრიდან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, სიტუაციის მართვა ან უშუალო მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება.


საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური ენა აუცილებელია, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.)


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკურად შრომის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამსახურს და შემოსავალს. (მე-4 წელი და არ იყო პრეცედენტი რომ დავკეტყლიყავით არასეზონზე, ან ვინმე გაგვეშვა სამსახურიდან, ან ხელფასი რომ შეგვემცირა)
  • კომფორტულ საცხოვრებელს, სასტუმროში არის განკუთნილი ოთახები სტაფის წევრებისთვის. (2-3 პერსონა 1 ოთახში)
  • სამჯერადი კვება უფასოდ.
  • უფასო პრემიუმ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • 30%-იანი ფასდაკლება ჩვენ რესტორანში.
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას

თიფსი (tips) ბარათით და ქეშით. ქეშით ტიპს იტოვებთ თქვენ, ბარათით რასაც დატოვებენ თვის ბოლოს იყოფა მიმტანებზე (5-6 მიმტანი)


გრაფიკი: 15:00 - 00:00. (ბოლო შეკვეთას ვიღებთ 22:20-ზე, სტუმარს აქვს უფლება რომ რესტორანში იყოს 00:00-მდე. არასეზონზე ხშირად ხდება ისე, რომ 22:30 უკვე თავისუფლები იქნებით, 00:00-მდე არ მოგიწევთ დარბაზში ყოფნა)


Day off (დასვენება) - ერთი დღე კვირაში, შესაძლებელია დასვენების დღეების დაგროვება და ერთდროულად გამოყენება (მაქს.6 დღე)


შვებულება: წელიწადში ერთხელ, 10 დღე, შესაძლებელია დაგროვებული day-off ებით გამოყენება (მაქს. 14 დღე. თვეები როცა შესაძლებელია შვებულების გამოყენება: ნოემბერს, მარტის და აპრილის თვეებში, ასევე მაისის პირველ ნახევარში, ოქტომბრის მეორე ნახევარში)




დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tedo@gistola.ltd
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 511 29 29 66

გისურვებთ წარმატებას!