სამშენებლო კომპანია „ჰორიზონს ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება მარკეტინგის, სოციალური მედია-მენეჯმენტის მიმართულებით;
- მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენების - რუსულისა და ინგლისურის ფლობა.
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური არხების მართვა (Facebook, Instagram, Linkdin) და კონტენტის შექმნა.
- Canva-ში მუშაობის გამოცდილება (Adobe Photoshop ან Adobe Illustrator -ის ცოდნა საწყის დონეზე ჩაითვლება უპირატესობად);
- ADS Manager-ში ან google – ads-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კონტენტისთვის ვიზუალური და ტექსტური მასალის შექმნა ;
თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე office@horizonsbatumi.com, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.