ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

ქუთაისი სრული განაკვეთი აქვაშენი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია „აქვაშენი“ აცხადებს ვაკანსიას  ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

„აქვაშენი“ არის სწრაფად მზარდი კომპანია წყლის ფილტრაციის სფეროში. ახდენს სახოფაცხოვრებო და ინდუსტრიული წყლის ფილტრების დისტრიბუციას, მონტაჟს და რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის სოციალურ ქსელებისა და ვებ გვერდისათვის კონტენტის მომზადება და განთავსება.
  • სოციალური ქსელებისა და საბეჭდი მასალებისათვის (პროდუქციის კატალოგი, ფლაერი, ტრიპლეტი, ბანერი და ა.შ) დიზაინის მომზადება ბრენდბუქის შესაბამისად;
  • სარეკლამო და ბრენდირებული ნივთების საჭიროების განსაზღვრა და შესყიდვის მონიტორინგი;
  • ფოტო-ვიდეო მასალების გადაღება და მომზადება;
  • სარეკლამო კამპანიების გაშვება (FB, Google, LinkedIn);
  • ვებ გვერდზე ცვლილებების შეტანა, გვერდების დამატება, პროდუქციის განთავსება, ბლოგების განთავსება და ა.შ;
  • ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კომპანიის საიმიჯო კამპანიების ინიცირება და განხორციელება;
  • გაყიდვების სტიმულირება სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1  წლიანი გამოცდილება;
  • Meta Ads Manager, Google Ad Manager ცოდნა;
  • SEO - პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, კომუნიკაციების ან მომიჯნავე სფეროს მიმართულებით;
  • MS Office,  Adobe Photoshop, Canva, Premier pro (ან ნებისმიერი სხვა ვიდეო ედიტორი)  პროგრამების ფლობა;
  • სასურველია ინგლისური  და რუსული ენების  ცოდნა საშუალო დონეზე;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ვიდეოების მონტაჟი  ( ვიდეოს ქრონომონეტრაჟი  0:30 წმ -დან  2:00 წთ-მდე )
  • სასურველია  wordpress  და woocommerce საშუალო დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ანალიტიკის და ფაქტების სწორად შეფასების უნარი;
  • ორგანიზების, დაგეგმვის და აღსრულების უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, გუგუნავას 5დ
  • სამუშაო საათები: 10 :00 -დან 18:00 -საათამდე, ორშაბათი-პარასკევი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმების პირველი დღიდან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@aquasheni.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.