სერვისების არქიტექტორი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: არქიტექტორი
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
„არქი“-ში ვეძებთ სერვისების არქიტექტორს

და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: 
  • შეთანხმების საფუძველზე კლიენტის ბინის გეგმარების ცვლილება (გამიჯვნა/გაერთიანება); 
  • ტიხრების, გათბობა/ ელექტროობის ნახაზების მომზადება/შეთანხმება; 
  • მუშა ნახაზების მომზადება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით; 
  • აუცილებელია მინ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • აუცილებელია REVIT - ის მაღალ დონეზე ცოდნა. 
 
ჩვენ კი გთავაზობთ: 
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს; 
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ; 
  • სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში. 
 
სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025  წლის 16 თებერვლის ჩათვლით:  http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php  
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.  
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე