სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „იელთი ჯგუფი“ ეძებს გუნდის წევრს ,,არქიტექტორულ - დიზაინერული ჯგუფის უფროსის’’ პოზიციაზე.
იელთი ჯგუფი“ 2017 წლიდან შემოვიდა ქართულ სამშენებლო- დეველოპერულ ასპარეზზე. დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა. “იელთი ჯგუფის“ ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ „კვარტლის კონცეფციას“. კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, „ელთ კვარტალის“ სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ კვირაში)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 3000 ლარიდან 4000 ლარამდე
ჩვენი შემოთავაზებაა:
- კომფორტული სამუშაო პირობები;
- კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა
- წახალისების სისტემა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ინტერიერის დიზაინის შექმნა; პროექტის წაკითხვა, გარჩევა და ობიექტის აზომვა;
- დამკვეთის რეკომენდაციების მიხედვით გეგმარების და 3 განზომილებიანი ვიზუალიზაციის მომზადება;
- ისეთი დიზანის კონცეფციების შექმნა და მომზადება, რომელთა განხორციელება პრაქტიკულად შესაძლებელია, ჯდება განსაზღვრულ ბიუჯეტში, ვადებში და მშენებლობის სტანდარტებში;
- შექმნილი ინტერიერის დიზაინის მართვა/ხელმძღვანელობა დედლაინთან ერთად და მისი კონკრეტულ ბინებზე მორგება;
- დიზაინის მომზადება წინასწარ განსაზღვრული მატერიალებით ან ესკიზში; რამოდენიმე პროექტის მართვა პარალელურ რეჟიმში;
- აქტიურ კომუნიკაციის ქონა პროექტის მენეჯერთან ვადებთან და შუალედურ შესრულებებთან დაკავშირებით;
- მონიტორინგი გაუწიოს პროექტის მიმდინარეობას, გამოავლინოს პოტენციური პრობლემები;
- იყოს აქტიურ კომუნიკაციაში არქიტექტორთან, ინჟინრებთან, კონტრაქტორებთან და სხვა პროექტის მონაწილეებთან დიზაინის შექმნის და მშენებლობის მიმდინარეობისას;
- დიზაინის კონცეფციის წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისათვის და დაინტერესებული დეპარტამენტებისათვის;
- ხარჯთაღრიცხვის შესადგენად, მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის და აქსესუარების დათვლა პროექტის მიხედვით;
- სარემონტო სამუშაოების პროცესების მონიტორინგი შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში;
- მუშანახაზების და რენდერების მომზადება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გრაფიკული პროგრამების ცოდნა 3D MAX, ArchiCAD, Adobe Photoshop;
- კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
- მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება მენეჯერული მიმართულებით;
- უცხო ენების ცოდნა სასურველია (B2 დონეზე);
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
- სიახლეებისადმი მუდმივი ინტერესი;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა, კრეატიულობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- სამუშაოს პრიორიტეტებად გადანაწილების უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება არქიტექტორულ-დიზაინერული ჯგუფის უფროსი, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება არქიტექტურა/დიზაინის სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია.
შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!