უფროსი ინჟინერი ელექტრიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი დრაი პორტი
მივლინება: არა
ენები: ქართული
ენერგეტიკა: ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
თბილისი დრაი პორტი აცხადებს ვაკანსიას უფროსი ინჟინერი ელექტრიკოსის პოზიციაზე

თბილისი დრაი პორტი არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2025 წლის მარტში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისი დრაი პორტში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადახვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის
თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.
თბილისი დრაი პორტის გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანტურ პოზიციებს.

პოზიციის შესახებ:
ჩვენ ვეძებთ უფროს ინჟინერ - ელექტრიკოსს, რომელიც შემოგვიერთდება მშრალი პორტის ოპერაციების განყოფილებაში. 
უფროს ინჟინერ - ელექტრიკოსად მუშაობისას თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ტერმინალის ტერიტორიაზე არსებული ამწე მექანიზმების, დიზელ გენერატორების, ელექტრომარაგების მეურნეობის (საკაბელო ხაზების, ტრანსფორმატორის, სტაბილიზატორების, გამანაწილებელი დაფების, ავტომატური ამომრთველების) და სხვა ელექტროდანადგარების ელექტრული ნაწილის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების წარმოებაზწ.

დეპარტამენტის შესახებ:
უფროსი ინჟინერი - ელექტრიკოსი ექვემდებარება ტექნიკურ მენეჯერს მენეჯერს. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს უფროს ინჟინერ ელექტრიკოს - მექანიკოსთან, მექანიკოსებთან და ელექტრიკოსებთან.
 
გამოცდილება და უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.
  • ქართული ენის ცოდნა (სალაპარაკო, წერითი)
  • ორგანიზებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო ტექნიკური განათლება.
  • მარეგულირებელი დოკუმენტაციის ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ამწე მექანიზმების, დიზელ გენერატორების და სხვა მოწყობილობების ელექტროდანადგარების ელექტრული ნაწილის დემონტაჟი, შეკეთება და მონტაჟის უზრუნველყოფა.
  • ელექტრომოწყობილობების სწორი ექსპლუატაციის წესების დაცვაზე კონტროლი.
  • ელექტრო დანადგარების დამიწების გამართულობაზე კონტროლი.
  • ელექტრო დანადგარების მუშაობის პროცესში დაზიანების აღმოჩენა და გასწორება.
  • ელექტრო მექანიზმების ტექნიკური მომსახურების წარმოება გრაფიკის მიხედვით.
  • ტერიტორიის, ქუჩის და შენობა-ნაგებობების განათებით უზრუნველყოფა.
  • სარემონტო ვადების დაცვა და სამუშაოების ხარისხიანად შესრულება.
  • სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოების ატესტაციისათვის ელექტრო დანადგარების მომზადება და წარდგენა.
  • დიზელ-გენერატორების გაშვება, საწვავი და საპოხი მასალებით უზრუნველყოფა.
  • არასტაბილური ან ნორმებთან შეუსაბამო (+/_5%) ძაბვის მოწოდების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები ელექტროენერგიის მომხმარებელი ამწეების, დანადგარების, მოწყობილობების მუშაობის შესაწყვეტად არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე. ამასთანავე მიიღოს ზომები ელექტრო ძაბვის სტაბილიზაციისათვის.

ამ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები*, რათა უზრუნველყოს საკუთარი და კოლეგების უსაფრთხოება. 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com

გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. 
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

სამუშაო ადგილი: 
თბილისი, საქართველო

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 
2025 წლის 03 მარტი

წარმატებას გისურვებთ!