ელექტრიკოსი

რუსთავი სრული განაკვეთი ვი დი სი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 2000
ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
ენერგეტიკა: ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
შპს „ვიდისი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე

ორგანიზაციის შესახებ: კომპანია „ვიდისი“ არის ენერგეტიკული მიმართულების სისტემ ინტეგრატორი. ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ენერგეტიკა, მასთან დაკავშირებული პროდუქტებისა და მომსახურეობების შეთავაზება დამკვეთებისათვის.
კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია, მოტივირებული ადამიანებით.
კომპანია „ვიდისი“ არის სწრაფად მზარდი, შედეგზე ორიენტირებული ადამიანების მიერ შექმნილი ბიზნესი, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს საკუთარ სეგმენტში  და ავითარებს ენერგეტიკულ ბაზარს საქართველოში. ჩვენს ანგარიშზეა ქვეყანაში შესრულებული არაერთი ენერგეტიკული პროექტი, „ვიდისი“-ს კმაყოფილ კლიენტთა სიაშია უმსხვილესი სახელმწიფო თუ კერძო შემსყიდველები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პოზიტიურ გარემოს;
  • პროფესიულ განვითარებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

ფუნქციები:
  • ქვესადგურების და უჯრედების (0,4/6/10კვ) გამართვა/გაწყობითი სამუშაოების შესრულება, პროექტისა და ცალხაზოვანი სქემების წაკითხვა, გაანალიზება
  • სარელეო დაცვის სისტემების მონტაჟი (სასურველია).
  • შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშების წარმოება.
  • ელექტრული გაზომვების ჩატარება.

მოთხოვნები:
  • სასურველია პროფესიული განათლება ან უმაღლესი განათლება ენერგეტიკის მიმართულებით;
  • ქვესადგურების და უჯრედების გამართვა/გაწყობითი სამუშაოების გამოცდილება;
  • ენერგეტიკულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ენერგეტიკული სტანდარტების, უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
  • ენერგეტიკული თანრიგი (სასურველია მინიმუმ III თანრიგოსანი);
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სასურველია საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook);
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა - B1 დონე.

უნარები:
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა.
  • მოტივირებულობა და განვითარებაზე ორიენტირება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • სწრაფად ათვისებისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაცია;
  • დროის მართვის უნარი

სამუშაო განაკვეთი: 09:00 – 18:00 (საჭიროების შემთხვევაში უქმე დღეებში მუშაობა ანაზღაურებით)
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა #62;
ანაზღაურება: ანაზღაურება 1000-2000 ლარამდე კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - info@vdc.ge 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება „ელექტრიკოსი“.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა 31.03.2025 წ.

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5  წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.