ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი სამშენებლო კომპანია ანაგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას  ბუღალტრის  თანამდებობაზე ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებისა და საბუღალტრო ოპერაციებისათვის. 
 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39 
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი) 
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე 
ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის შესაბამისად 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობისა და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად; 
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანების აღრიცხვა და კონტროლი; 
  • საბანკო ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა; 
  • საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ანალიზი და კონტროლი; 
  • სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად;. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება სათანადო  მიმართულებით (ფინანსები, ბიზნესი, ეკონომიკა); 
  • სულ მცირე, 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში; 
  • Oris/1C-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; 
  • უპირატესობად ჩაითვლება ERP-სისტემასთან მუშაობის გამოცდილება; 
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS office, Intermediate - Advanced Excel). 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი. 
 
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: 
ტესტირება - თემა: ბუღალტრული აღრიცხვა და ზოგადი უნარები; 
გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში. 
 
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. 
 
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ. 
 
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: www.anagi.ge 
 
გისურვებთ წარმატებას!