სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებისა და საბუღალტრო ოპერაციებისათვის. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39 სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი) გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის შესაბამისად ძირითადი მოვალეობები: - მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობისა და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანების აღრიცხვა და კონტროლი;
- საბანკო ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
- საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ანალიზი და კონტროლი;
- სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად;.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება სათანადო მიმართულებით (ფინანსები, ბიზნესი, ეკონომიკა);
- სულ მცირე, 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- Oris/1C-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება ERP-სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS office, Intermediate - Advanced Excel).
პიროვნული უნარ-ჩვევები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: ტესტირება - თემა: ბუღალტრული აღრიცხვა და ზოგადი უნარები; გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ. კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: www.anagi.ge გისურვებთ წარმატებას!