სპეც. მანქანის მძღოლი / მანიპულატორი

გორი სრული განაკვეთი ენერგო-პრო ჯორჯია
მართვის მოწმობა: B, C
ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, სატვირთო ავტომობილის მძღოლი

პოზიციის დასახელება: სპეც. მანქანის მძღოლი

კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”

სამუშაო ადგილი: გორი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 5 თებერვალი, 2025 წ.


სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს სპეც. მანქანის მძღოლის (მანიპულატორი) პოზიციაზე.


მოვალეობები და ვალდებულებები:

  • კომპანიის მასშტაბით, დაგეგმილ პროექტებზე და სტიქიის დროს, სპეც. ტექნიკით დახმარების გაწევა, დაზიანებების დროული აღმოფხვრა
  • ავტომანქანის ტექნიკურად გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა.
  • საჭიროების შემთვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის


მოთხოვნები:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება
  • ავტომობილის მართვის კატეგორია (B, C,) - აუცილებელია;


პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2025 წლის 5 თებერვლის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.


თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.