სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას, ტრანსპორტის სამსახურის ექსპლუატაციის განყოფილების სპეცავტომობილის მძღოლის თანამდებობაზე
ძირითადი მოთხოვნები
- პროფესიული განათლების დამადასტურებელი საბუთი.
- სასურველია ჰქონდეს მსგავსი პროფესიით მუშაობის გამოცდილება.
- მართვის მოწმობა (B, C, D, E, S კატეგორიები).
თანამდებობრივი მოვალეობები
- ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართულ და სუფთა მდგომარეობაში შენახვა.
- მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანა.
- ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა.
- ავტომანქანის ექსპლუატაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის სწორი წარმოება.
- საწვავ-საპოხი მასალების მიზანშეწონილად ხარჯვა.
- ჩამოსული სტუმრების დახვედრა-მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში არასამუშაო საათებშიც.
- ტრაქტორის ექსპლუატაციის წესების დაცვა.
- სამშენებლო ნარჩენების დატვირთვა და გატანა მიწის მთხრელი, სარემონტო და სამშენებლო-სამინტაჟო სამუშაოების დასრულებისას.
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 14 თებერვლის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.