მთავარი ბუღალტრის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭიტა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

კომპანიაში ვიწვევთ შრომისმოყვარე და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს მთავარი ბუღალტერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი/ სრული (09:30-18:30 სთ)
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად და დამუშავება;
  • მარაგების და ნაშთების პროგრამული უზრუნველყოფა;
  • ფილიალების და საწყობების ინვენტარიზაციის დაგეგმვა;
  • ინვენტარიზაციის პროცესის მართვა;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის დროული მოწესრიგება;
  • შიდა გადაზიდვების პროგრამულად ასახვა და მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსური, საბუღალტრო მიმართულებით ან სერტიფიცირებული;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • პროგრამა FINA-ს ცოდნა;
  • სასურველია RS-ზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:
  • ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • გაწერილი გრაფიკის მიხედვით სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სხარტი, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: hr@chita.ge ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ოცნების სამყარო " ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.