სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.
კომპანიაში ვიწვევთ შრომისმოყვარე და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს მთავარი ბუღალტერის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი/ სრული (09:30-18:30 სთ)
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
- ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად და დამუშავება;
- მარაგების და ნაშთების პროგრამული უზრუნველყოფა;
- ფილიალების და საწყობების ინვენტარიზაციის დაგეგმვა;
- ინვენტარიზაციის პროცესის მართვა;
- შესაბამისი დოკუმენტაციის დროული მოწესრიგება;
- შიდა გადაზიდვების პროგრამულად ასახვა და მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსური, საბუღალტრო მიმართულებით ან სერტიფიცირებული;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- პროგრამა FINA-ს ცოდნა;
- სასურველია RS-ზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- გაწერილი გრაფიკის მიხედვით სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
- დროის ეფექტურად მართვა;
- შრომისმოყვარეობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სხარტი, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: hr@chita.ge ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ოცნების სამყარო " ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.