კომპანია ტრანსპორტერი აცხადებს ვაკანსიას არაკომერციული შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოვალეობები მოკლე აღწერა:
- კომპანიაში არსებული არაკომერციული, ადგილობრივი შესყიდვების და მიწოდების სრული ციკლის ეფექტურად მართვა;
- კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად ადგილობრივი მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, ოპტიმალური პირობების მისაღებად.
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება არსებული წესების დაცვით;
- საბაჟო ოპერაციების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურებში ჩართვა;
- ხელმძღვანელთან წერილობითი რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოზე;
- სამუშაო გამოცდილება შესყიდვების ან საბაჟო მიმართულებით არანაკლებ 2 წელი;
- ავტომობილის მართვის მოწმობა;
- საბაჟო პროცედურების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პორგრამების ცოდნა;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ СV ელ. ფოსტაზე: HR@TR.GE არაუგვიანეს 2025 წლის 10 თებერვლისა წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ შესყიდვების მენეჯერი.