შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ქართული აგრო სახლი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს.  

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას  შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 
სამუშო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N230  
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. 9:00 – 18:00 
 

ძირითადი სამუშაო მოვალეობები: 
  • შესყიდვების დაგეგმვა და პროცესის კონტროლი დასაწყისიდან დასასრულამდე; 
  • ERP სისტემის შესყიდვების მოდულში (Navision/1C) შესაბამისი პროცედურებით დარეგისტრირება/გაწერა; 
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი; 
  • პოტენციური მომწოდებლების მოძება; 
  • არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება, უკეთესი შემოთავაზებების მოპოვება; 
  • შიდა ბაზრის პერიოდული მოკვლევა; 
  • შეძენილი საქონლის ან მიღებული მომსახურების ხარისხის კონტროლი 
  • ფინანსურ დეპარტამენტთან კომუნიკაცია და შესყიდვებთან დაკავშირებული გადარიცხვების კონტროლი; 
  • შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა ანალიტიკური სამუშაოების შესრულება; 
  • კომპანიის მენეჯმენტის მიერ დადგენილი ფორმით შესყიდვების საკითხებზე სრულყოფილი რეპორტინგის წარმოება; 
  • შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების ფაილინგის შექმნა და დაარქივება; 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლის/ების მართვა. 

სავალდებულო უნარები და კვალიფიკაცია: 

  • განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით; 
  • არა ნაკლებ 3 წლიანი გამოცდილება შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე; 
  • ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების სტანდარტების ცოდნა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა; 
  • Microsoft Excel - ის ძალიან კარგი ცოდნა; 
  • სტრესულ გარემოში სწრაფად ადაპტირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • ძლიერი ლიდერობის უნარები და გუნდის მართვის გამოცდილება; 
  • პროგრამების ცოდნა - 1C, Navision - სასურველია; 
  • მოლაპარაკების კარგი უნარი; 
  • ვერბალური და წერილობით კომუნიკაციის უნარები; 
  • მათემატიკური უნარები; 
  • პრობლემის გადაჭრის უნარები; 
  • ანალიტიკური უნარების; 
  • ინტერპერსონალური უნარები. 
 
ბენეფიტები:  
  • ფასდაკლება ორგანიზაციის პროდუქციაზე; 
  • კომპანიის მიერ თანამშრომლის წილი საპენსიო შენატანის (2%) დაფარვა. 
 

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.