"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
„მარშე“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: „მერჩენდაიზერი“ (საკუთარი ავტომობილით).
სამუშაო გრაფიკი : სრული (10:00-18:00) სთ.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
ანაზღაურება-1200 ₾ .
ავტომობილთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.
თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით, თუ ეძებ ახალ გამოწვევებს მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტებზე, პროდუქციისა და მისი შეფუთვის თაროზე/დახლზე სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა;
- სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების მონიტორინგი;
- პროდუქციის ვადის, ფასისა და თაროზე განთავსების წილის მონიტორინგი;
- სარეკლამო მასალების ეფექტურად გამოყენება (ფასმაჩვენებლები, ვობლერები, სააქციო მასალები);
- სავაჭრო ობიექტებზე ინფორმაციის შეგროვება (კონსულტანტებისგან, მომხმარებლებისგან);
- კონკურენტების მონიტორინგი;
- უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები ;
- აქტიური, შრომისმოყვარე;
- საკუთარი ავტომობილით.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- საინტერესო გამოწვევები და შესაძლებლობები კარიერული განვითარებისთვის;
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მერჩენდაიზერი“.