მერჩენდაიზერ-პრისეილერი

თბილისი სრული განაკვეთი ბიდი კომპანი (Ferrero)
მივლინება: არა ხელფასი: 1200
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: პრისელერი მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
სადისტრიბუციო კომპანია შპს „ბიდი კომპანი“ დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს FERRERO  (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac)  Nefis,  Dr.Otker, Confitrade, Sladonezh  ბრენდების ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში. 

„ბიდი კომპანი“  აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერ - პრისეილერის პოზიციაზე თბილისში: 
სამუშაო საათები:  9:00-18:00 სთ. ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით; 
ანაზღაურება - 1200  ლარი გამომუშავებით. 

აუცილებელი მოთხოვნები: 
  • საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა. 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე.  
 
ძირითადი მოვალეობები: 
  •  არსებული ქსელის მართვა. 
  • მერჩენდაიზინგის კონტროლი; 
  • მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. 
  • გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა; 
  • შეკვეთების გაკეთება. 

პიროვნული უნარები და თვისებები: 

  • მოლაპარაკებების წარმოების, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • მიზანდასახულობა; 
  • პასუხისმგებლიანობა. 
  • პუნქტუალურობა. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 20 მარტის  ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
გისურვებთ წარმატებას! 
 
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი  ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც. 
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!