ფარმაცევტი

თბილისის შემოგარენი სრული განაკვეთი სანა მენტე
მივლინება: არა ხელფასი: 900
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სამედიცინო: ფარმაცია
შპს "მენტალ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას თბილისში - წყნეთი, ნუშის ბაღების ქ.5-ფარმაცევტის თანამდებობაზე. 
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

 ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მომხმარებლების მომსახურება აფთიაქში; 
  • ფარმაცევტული კონსულტირება; 
  • რეცეპტის ფარმაცევტული ექსპერტიზა; 
  • მედიკამენტების, სახარჯი მასალებისა და სხვა ფარმაცევტული პროდუქციის მიღება; 
  • აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღწერა, აღრიცხვა; 
  • აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის კონტროლი; 
  • აფთიაქში არსებულ პროდუქციაზე ნაშთის კონტროლი; 
  • აფთიაქის გეგმური ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა; 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი ფარმაცევტული განათლება, ბაკალავრის ხარისხის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
  •  სააფთიაქო დაწესებულების სფეროში მუშაობის, მინიმუმ 2 წლიანი, გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • სისწრაფე, ოპერატიულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

წარმოსადგენი დოკუმენტები: 
  • რეზიუმე; 
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ის ასლები; 
  • სერტიფიკატ (ებ)ი;

 ჩვენ გთავაზობთ: 
  • მეგობრულ, სტაბილურ და თანამშრომლებზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე info@mentalpharma.ge