კომპანია შპს „ვიტა სანა“ აცხადებს ვაკანსიას GDP საკითხებზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
ძირითადი მოვალეობები:
დამატებითი ინფორმაცია:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
- უპირატესობად ჩაითვლება ფარმაცევტული განათლება;
- სავალდებულოა GDP სერთიფიკატის ფლობა;
- არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში;
- GDP და GMP მოთხოვნების ცოდნა;
- ფარმაცევტულ ინდუსტრიაში შესაბამისი კანონების, რეგულაციების და ეთიკის ცოდნა;
- გამართული წერის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
ძირითადი მოვალეობები:
- GDP-ის მიმართულებით ხარისხის მართვის სისტემის დანერგვისა და შენარჩუნების უზრუნველყოფა;
- ტვირთის და/ან მედიკამენტების მიღების დროს, დაფიქსირებული ნებისმიერი გადახრის შემთხვევაში შესაბამისი ზომების გატარება;
- ტვირთის და/ან მედიკამენტების სწორად დასაწყობების მონიტორინგი;
- სასაწყობე ტერიტორიაზე გარემო პირობების მონიტორინგის უზრუნველყოფა;
- უკან მობრუნებული, გასანადგურებელი, დაწუნებული ან/და ფალსიფიცირებული მედიკამენტების საბოლოო განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე,
- შაბათ-კვირას დასვენება.
- მისამართი: თბილისი, სოფელი ლილო. დაინტერესების შემთხვევაში,
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@heal.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება. გისურვებთ წარმატებებს!