წიგნის მაღაზიათა ქსელი ,,ლიბრა“ აცხადებს მოლარე- კონსულტანტის ვაკანსია 2 ლოკაციაზე
- ქ. თბილისი დიდი დიღომი
- ქ. თბილისი ვ.ფშაველას გამზ.N100
ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ წიგნების გაყიდვების სფეროში.
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
- ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერი პროგრამის კურსთამთავრებული ან სტუდენტი
- სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
- სასურველია სალარო აპარატის და ტერმინალის ფლობა
ძირითადიმოთხოვნები:
- შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
- ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით
- პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის/მომსაუხრების გაცნობა და შეთავაზება
- არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ
- მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
- გაყიდვების გეგმის შესრულება.
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:
- სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი
- მომხმარებელთან ურთიერთობა
- გაყიდვების ტექნიკების ფლობა
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- მეგობრულ ატმოსფეროს
სამუშაო გრაფიკი:
- ცვლებში 6 სამუშაო დღე კვირაში, 1 დღე დასვენება.
შრომის ანაზღაურება:
- დიდი დიღომი 900 ლარი ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველთვიურად
- ვ. ფშაველას გამზ.N100 500 ლარი ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველთვიურად
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება, ერთკვირიანი სტაჟირება და საცდელი ვადა.
რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: librawignebi@gmail.com