კომპანია ავერსი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სტანდარტების შესაბამისად, მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა, რეალიზაციაზე ზრუნვა;
- სალარო ოპერაციების მართვა;
- სარეალიზაციო პროდუქციის მიღება-განთავსება;
- პროდუქციის თაროებზე განთავსება, მერჩენდაიზინგის პრინციპების გათვალისწინებით;
- მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- მომხმარებლისთვის მაღაზიაში არსებული აქციების და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
- აღწერაში მონაწილეობის მიღება და ა.შ.
მოთხოვნები
- მუშაობის გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში;
- სასურველია მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში(პარაფარმაცია, კოსმეტიკური და მოვლის საშუალებები, ბავშვთა კვება);
- ინგლისური ენის(B1 დონეზე) სრულყოფილი ფლობა;
- ოპერაციული სისტემის Ms windows და საოფისე პროგრამების Ms Excel & Outlook ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველება, პრეზენტაციის უნარი;
- პუნქტუალურობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (ან სასურველია შეავსოთ ჩვენი სააპლიკაციო ფორმა http://www.aversi.ge/online.php) ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
- სამუშაო საათები: ცვლებში (არა სადღეღამისო)
ტელ: +995 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 24.03. 2025 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის ასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.