ელექტრომექანიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსი-რაციონალი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ენერგეტიკა: ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
შპს „ავერსი-რაციონალი“ არის ფარმაცევტული საწარმო, რომელიც მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების GMP EU- სა და ISO 9001-ის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ მუდმივად ვისწრაფვით გაუმჯობესებისა და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ.
შპს „ავერსი-რაციონალის“ გუნდში სათანამშრომლოდ ვეძებთ ელექტრომექანიკოსს

რომელსაც აქვს:
  • უმაღლესი ტექნიკური/საინჟინრო განათლება ( ელექტროობის მიმართულებით)
  • სამუშაო გამოცდილება
  • უცხო ენა: ინგლისური; სასურველია რუსული ენის ცოდნა.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

მოვალეობები:
  • უზრუნველყოს საწარმოში არსებული დანადარების სისტემების, მოწყობილობების და ელ. ქსელის გაყვანილობების შემოწმება მათი გამართული ექსპლუატაცია.
  • დაგეგმოს და ჩაატაროს ელექტრო მოწყობილობების, საინჟინრო სისტემების და კომუნიკაციების, გეგმური პროფილაქტიკური და სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოები.
  • მოახდინოს სუსტი დენის წრედებში წარმოქმნილი გაუმართაობების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა.

აუცილებელი დოკუმენტაცია:
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • დიპლომის ასლი
  • ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი)
  • სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy.rational@aversi.ge ან

წარმოადგინეთ ქვემოთ მითითებული საბუთები მისამართზე:
შპს “ავერსი-რაციონალი” ლილო, დ. კობახიძის ქ. № 33.(ყოფილი ჭირნახულის ქ. №14)10 სთ-დან 17 სთ-მდე და შეავსეთ “ანკეტა” ადგილზე.

აუცილებელი დოკუმენტაცია:
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • დიპლომის ასლი
  • ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი)
  • სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)

შენიშვნა:
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV/ანკეტის წარდგენა/შევსება, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.
CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული/მსგავსი ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.