BackOffice ERP საქართველოს გუნდში ვეძებთ თანამშრომელს კონტენტის მენეჯერის / კოპირაიტერის პოზიციაზე!
თუ ხართ კრეატიული, გიყვართ ტექსტის შექმნა და იცით, როგორ მოიზიდოთ მომხმარებელი სწორი კომუნიკაციის საშუალებით, ჩვენი ვაკანსია აუცილებლად დაგაინტერესებთ!
მოკლედ ჩვენი საქმიანობის შესახებ:
ბექ ოფისი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ბიზნესსექტორისთვის თანამედროვე პროგრამულ გადაწყვეტილებებს ქმნის. ჩვენი ERP/CRM სერვისი ეხმარება კომპანიებს მომხმარებლების მოზიდვაში, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებასა და სრული გაციფრულების პროცესში. 2018 წლიდან ვქმნით ინოვაციურ და მარტივად გამოსაყენებელ პროდუქტს, რომელიც უკვე ბევრმა კომპანიამ წარმატებით დანერგა.
პოზიციის ძირითადი ფუნქციები:
- კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ კონტენტის შექმნა: სტატიები, პოსტები, პრეზენტაციები, ვებგვერდის ტექსტებ
- კონტენტის დაგეგმარება
- მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდებთან
ვაკანსიის დეტალები:
- პოზიცია: Content Manager / Copywriter
- ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
- განაკვეთი: სრული, 11:00-19:00 (შაბათ-კვირის გარდა)
- მდებარეობა: თბილისი, ინოვაციების ქუჩა #7 (ტექნოპარკი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფილოლოგიის, ჟურნალისტიკის ან მარკეტინგის სფეროში)
- გამოცდილება ტექსტების წერისა და კონტენტის მართვის მიმართულებით მინიმუმ 2 წელი
- SEO-ს საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
საჭირო უნარები:
- კრეატიული და ლოგიკური აზროვნების უნარი
- ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი
- დროის ეფექტური მართვა და დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
რას გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა
- სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობა
- ინოვაციურ და კრეატიულ გუნდთან მუშაობა
- თქვენს იდეებსა და ინიციატივებს აქტიურად გამოვიყენებთ
დაინტერესების შემთხვევაში რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე. https://u.bo.ge/AZ4ija
ველით თქვენს რეზიუმეს და გისურვებთ წარმატებას!