კონტენტის მენეჯერი / კოპირაიტერი
თარიღები: 22 იან - 20 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  კოპირაიტერი კონტენტ მენეჯერი

BackOffice ERP საქართველოს გუნდში ვეძებთ თანამშრომელს კონტენტის მენეჯერის / კოპირაიტერის პოზიციაზე!


თუ ხართ კრეატიული, გიყვართ ტექსტის შექმნა და იცით, როგორ მოიზიდოთ მომხმარებელი სწორი კომუნიკაციის საშუალებით, ჩვენი ვაკანსია აუცილებლად დაგაინტერესებთ!


მოკლედ ჩვენი საქმიანობის შესახებ:

ბექ ოფისი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ბიზნესსექტორისთვის თანამედროვე პროგრამულ გადაწყვეტილებებს ქმნის. ჩვენი ERP/CRM სერვისი ეხმარება კომპანიებს მომხმარებლების მოზიდვაში, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებასა და სრული გაციფრულების პროცესში. 2018 წლიდან ვქმნით ინოვაციურ და მარტივად გამოსაყენებელ პროდუქტს, რომელიც უკვე ბევრმა კომპანიამ წარმატებით დანერგა.


პოზიციის ძირითადი ფუნქციები:

  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ კონტენტის შექმნა: სტატიები, პოსტები, პრეზენტაციები, ვებგვერდის ტექსტებ
  • კონტენტის დაგეგმარება
  • მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდებთან


ვაკანსიის დეტალები:

  • პოზიცია: Content Manager / Copywriter
  • ანაზღაურება:  გამოცდილების მიხედვით
  • განაკვეთი: სრული, 11:00-19:00 (შაბათ-კვირის გარდა)
  • მდებარეობა: თბილისი, ინოვაციების ქუჩა #7 (ტექნოპარკი)


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფილოლოგიის, ჟურნალისტიკის ან მარკეტინგის სფეროში)
  • გამოცდილება ტექსტების წერისა და კონტენტის მართვის მიმართულებით მინიმუმ 2 წელი
  • SEO-ს საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია


საჭირო უნარები:

  • კრეატიული და ლოგიკური აზროვნების უნარი
  • ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი
  • დროის ეფექტური მართვა და დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი


რას გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა
  • სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობა
  • ინოვაციურ და კრეატიულ გუნდთან მუშაობა
  • თქვენს იდეებსა და ინიციატივებს აქტიურად გამოვიყენებთ


დაინტერესების შემთხვევაში რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე. https://u.bo.ge/AZ4ija

ველით თქვენს რეზიუმეს და გისურვებთ წარმატებას!