სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: განათლების სექტორი
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის  მთავარი სპეციალისტის  თანამდებობის დასაკავებლად.

სამუშაო განაკვეთი: სრული
საშტატო რაოდენობა: 1.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
განათლება - უმაღლესი, მაგისტრი

ზოგადი უნარები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი; 
  • ავტორიზიციისა და აკრედიტაციის სტანდარტები.

გამოცდილება: საგანამანთლებლო დაწესებულებაში იურისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება .

ფუნქცია-მოვალეობები:
  • აკადემიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; 
  • აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; 
  • აკადემიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; 
  • აკადემიის სტრუქტურული ერთეულების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კონსულტირება საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე; 
  • აკადემიის რექტორის დავალებით პასუხების მომზადება შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე და სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული პასუხებისა და კორესპონდენციის სამართლებრივი  ექსპერტიზა; 
  • წარმომადგენლობა აკადემიის ინტერესების დასაცავად სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში; 
  • აკადემიის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და  დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; 
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის და სხვა ორგანოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა მიერ შემუშავებული და წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება; 
  • აკადემიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;  
  • რექტორის სხვა დავალებების შესრულება.

წარმოსადგენი დოკუმენტების  ნუსხა:
  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.

დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2025 წლის 21 იანვრიდან    2025 წლის  21 თებერვლის  ჩათვლით.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@freeacademy.edu.ge

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 2 36 91 60