სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.
სამუშაო განაკვეთი: სრული
საშტატო რაოდენობა: 1.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება - უმაღლესი, მაგისტრი
ზოგადი უნარები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
- ავტორიზიციისა და აკრედიტაციის სტანდარტები.
გამოცდილება: საგანამანთლებლო დაწესებულებაში იურისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება .
ფუნქცია-მოვალეობები:
- აკადემიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
- აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
- აკადემიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- აკადემიის სტრუქტურული ერთეულების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კონსულტირება საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
- აკადემიის რექტორის დავალებით პასუხების მომზადება შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე და სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული პასუხებისა და კორესპონდენციის სამართლებრივი ექსპერტიზა;
- წარმომადგენლობა აკადემიის ინტერესების დასაცავად სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- აკადემიის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის და სხვა ორგანოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა მიერ შემუშავებული და წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება;
- აკადემიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- რექტორის სხვა დავალებების შესრულება.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ფოტოსურათი.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.
დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2025 წლის 21 იანვრიდან 2025 წლის 21 თებერვლის ჩათვლით.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@freeacademy.edu.ge
საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 2 36 91 60