"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება.
მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, რესტორნსა და ბარს.
"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
გრაფიკი: 8 საათიანი 5/2
ძირითადი მოვალეობები:
- სტრატეგიული გამყიდველების და მომწოდებლების მონაცემთა ბაზის შექმნა, შესყიდვების დაგეგმვა;
- შესყიდვების, ტრანსპორტირების და მოლაპარაკებების სტრატეგიის, პოლიტიკის და პროცედურების შემუშავება და განხორციელება;
- შესყიდვის ფასების მუდმივი მონიტორინგი;
- მომწოდებლების ბაზრის სრულყოფილი გამოკვლევა, ფასის, ხარისხის, მოწოდების პირობების გათვალისწინებით.
- საჭიროების შემთხვევაში ტენდერების ჩატარება და მონიტორინგი;
- მიღებული ზედნადების/ინვოისის საფუძველზე შესყიდვის ორდერების მომზადება;
- შეკვეთების სრული ციკლის მართვა - (საჭიროების დადგენიდან/შესყიდვის დასაწყობებამდე);
- პროდუქტების სათანადოდ შენახვა და მარაგის სათანადო როტაცია საწყობებში, მაცივრებში, საოპერაციო საქმიანობაში;
- გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი, აქტიური და მოთხოვნადი პროდუქციის გამოვლენა;
- რეგულარული ინვენტარიზაცია და შესყიდვების/მარაგების ბაზაში შეტანა;
- მარაგების ნაშთის კონტროლი, პროგრამული და რეალური ნაშთების დადარება;
- თითოეული დეპარტამენტის ყოველთვიური ხარჯის მონიტორინგი, შესაბამისი ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
- სასმელების და კვების დეპარტამენტის კალკულაციების პროცესში ჩართულობა/პროგრამული ასახვა;
- ბუღალტერიასთან კომუნიკაცია, მომწოდებლების დავალიანების კონტროლი;
- ლოჯისტიკური საკითხების მართვა.
საჭირო უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
- კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით, კვებისა და სასმელების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
- სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
- გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს და გუნდურ აქტივობებს;
- თანამედროვე ოფისსა და კომფორტულ სამუშაო პირობებს;
- კომპანიის პროდუქტებზე/სერვისებზე სპეციალურ შეღავათებს;
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება შესყიდვების მენეჯერი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 21 თებერვალი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!